ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების მებრძოლების დაღუპვა მძიმე და მტკივნეული დარტყმაა

ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების მებრძოლების დაღუპვა მძიმე და მტკივნეული დარტყმაა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს.

მისი განცხადებით, „ღაზას სექტორის სიღრმეში მიმდინარე მძიმე ბრძოლებში მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა, სამწუხაროდ, მძიმე საფასურის გაღებას მოითხოვს“.

„ღაზაში, „ჰამასის“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლებში ისრაელის თავდაცვის ძალების მებრძოლების დაღუპვა მძიმე და მტკივნეული დარტყმაა. ჩვენი ფიქრები მათ ძვირფას ოჯახებთანაა“, - განაცხადა გალანტმა.

ცნობისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე, ღაზაში ისრაელის 11 სამხედრო დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება