ენტონი ბლინკენსა და დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს.

„მე მადლიერება გამოვხატე უკრაინის მიმართ აშშ-ისა და სხვა დემოკრატი მოკავშირეების უწყვეტი მხარდაჭერისთვის“, - წერს კულება „ტვიტერის“ გვერდზე.

კულებას ცნობით, მხარეებმა, ასევე, განიხილეს მალტაში გამართული „მშვიდობის ფორმულის“ შეხვედრაზე მიღწეული პროგრესი და შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მუშაობას გააგრძელებენ.

უკრაინის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხიც განიხილა.

„მე მადლობა გადავუხადე აშშ-ს კრიტიკული სამხედრო დახმარებისთვის, ეფექტური ATACMS-ის ტიპის რაკეტებისთვის და ხაზი გავუსვი უკრაინისთვის მათი უწყვეტი მიწოდების მნიშვნელობის აუცილებლობას“, - აღნიშნა კულებამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება