კახა კალაძის განცხადებით, გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია ჩაფიქრებული ფორმით ვერ განხორციელდება, თუმცა იქ არსებული გზაგამყოფი მთლიანად მოწესრიგდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც კრწანისის რაიონში იგეგმებოდა, იმ ფორმით ვერ განხორციელდება, როგორც სურდათ, რადგან ჩატარებული კვლევით, ეს ზრდასრული ჭადრების დაზიანებას და გზების დავიწროებას გამოიწვევს, რის შედეგადაც ეს მონაკვეთი ქალაქში არსებულ ნაკადებს ვერ გაატარებს.

მისივე თქმით, კვლევა ამასთან დაკავშირებით თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით ჩაატარა.

„ჩვენ გვქონდა იდეა, რომ კრწანისის რაიონში გორგასლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია გაგვეკეთებინა. გვინდოდა, რომ საავტომობილო გზა, აბანოთუბანზეა საუბარი, ბაგრატიონის ძეგლის მიმართულებით მონაკვეთზე მიწის ქვემოთ ჩაგვეტანა და გვირაბები გაგვეკეთებინა და ზედა სივრცე მთლიანად რეკრეაციული ყოფილიყო.

ამასთან დაკავშირებით თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით დაასრულა კვლევითი სამუშაოები. როდესაც დავიწყეთ უშუალოდ პროექტზე მუშაობა, საფრთხე იყო იმისა, რომ იქ არსებული მცენარეები ვერ გაუძლებდა აღნიშნული პროექტის განხორციელებას და მათი მოჭრა იქნებოდა საჭირო. შესაბამისად, დავიწყეთ კვლევითი სამუშაოები, რამდენად შესაძლებელი იყო პროექტის ისე განხორციელება, რომ ხის ჭრები არ ყოფილიყო აუცილებელი. როგორც გითხარით, ეს კვლევები ჩატარებულია, რომელიც დენდროლოგიის, ინჟინერიის, გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის სპეციალისტის ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობით ჩატარდა და გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა, საფრთხე შეექმნას დაახლოებით 360 ასწლოვან ხეებს. იცით, თუ რომელ ხეებზეა საუბარი, მთელი ამ ქუჩის სილამაზე ზუსტად ამ ხეებშია და ამიტომ გვინდოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება, რომ ეს მთლიანი დიდი რეკრეაციული დასასვენებელი სივრცე ყოფილიყო და ავტომობილები გვირაბში, მიწის ქვემოთ გადაადგილებულიყვნენ.

ამ ხეების უმრავლესობა ზრდასრული ჭადარია, შესაბამისი გამტარიანობის საავტომობილო გვირაბების მოწყობა გამოიწვევს ზრდასრული ჭადრების დაზიანებას და ასევე დავიწროვდება გზები, რის შედეგადაც ეს მონაკვეთი ქალაქში არსებულ ნაკადებს ვერ გაატარებს. აქედან გამომდინარე აღნიშნული პროექტის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის იმ ფორმით რა ფორმითაც ჩვენ გვინდოდა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს როგორც სატრანსპორტო ნაკადების შეფერხება, ასევე ასწლოვანი ხეების გახმობის საშიშროება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტი ჩაფიქრებული ფორმით ვერ განხორციელდება, იქ არსებული გზაგამყოფი მთლიანად მოწესრიგებული და რეაბილიტირებული იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს პროექტი ისე ვერ განხორციელდება, რა ფორმითაც გვინდოდა, თუმცა იქ არსებული გზაგამყოფი მთლიანად მოწესრიგებული და რეაბილიტირებული იქნება. მაინც ვფიქრობ, ძალიან ლამაზი სივრცე იქნება. უკეთესი იქნებოდა, ის პროექტი გამოსულიყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ არ გვინდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც იმ სილამაზეს, რაც აღნიშნულ ტერიტორიას აქვს, დავაზიანოთ და შევქმნათ პრობლემები“, - აღნიშნა კალაძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით