2022 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს 63 დაწესებულება ახორციელებდა - მკვლევარების 53.9% ქალი, ხოლო 46.1% კაცია

2022 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს 63 დაწესებულება ახორციელებდა, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 171.0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.2 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 7.5 პროცენტით გაიზარდა და 15 099 შეადგინა, რომელთაგან 12 991 ერთეულს მკვლევარები წარმოადგენდნენ. მკვლევარების 53.9 პროცენტი ქალია, ხოლო 46.1 პროცენტი - კაცი.

„მკვლევართა 68.6 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.6 პროცენტი - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.8 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.

რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.0 %), ხოლო მამაკაცების შემთხვევაში - 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (26.4 %).

მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 167 კაცს შეადგენს (24.4 %). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 472 პირია დასაქმებული (3.6%),“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება