ოთარ შამუგია ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და ექსპორტის ზრდის პოტენციალის საკითხებზე იმსჯელეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების ხელშეწყობით, ყოველწლიურად იზრდება გაშენებული ბაღების ფართობები, რომლებიც უკვე მსხმოიარობის ეტაპზე გადადის. შესაბამისად, მოსავლიანობის ზრდის ტენდენცია ყოველწლიური იქნება, რაც ადგილობრივი ფერმერების შემოსავლებს ზრდის, თუმცა, მნიშვნელოვანია მიღებული მოსავლის დროული რეალიზაცია, რისთვისაც ექსპორტიორები მზად უნდა იყვნენ. ჩვენ მზად ვართ, ახალი ბაზრების მოძიებაში დაინტერესებულ მხარეს მხარდაჭერა გავუწიოთ, მით უმეტეს, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კენკროვანი, განსაკუთრებით, მოცვის ბაღების ფართობების ზრდის ტენდენციაზე და სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაზე, მათ შორის, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ ახალ პროგრამაზე, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, მალფუჭებადი კულტურები შეინახოს და შემდეგ, ეტაპობრივად, სასურველ ბაზრებზე მოახდინოს მისი რეალიზაცია.

„ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებმა ბაზრების დივერსიფიკაციაში სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და, სამომავლოდ, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრების გამართვის სურვილი და აქტიური ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და კახა კაკაბაძე, ასევე სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება