სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე გაიზარდა

საქართველოს ბანკმა, სამომხმარებლო სესხზე განახლებული პირობებით სარგებლობის შესახებ განაცხადა. ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ფინანსური რესურსით უკვე 4 წლის ვადით ისარგებლონ. ინფორმაცის საქართველოს ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სიახლით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ყველა არხში, მათ შორის მობილბანკში, ინტერნეტბანკსა და ვებ - გვერდზე.

“დღეიდან საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო სესხით უკვე 4 წლის ვადით ისარგებლონ. მათ შეუძლიათ მიიღონ თანხა ნებისმიერი მიზნობრიობით, ნებისმიერი ქვეყნიდან, ბანკის ციფრული არხების მეშვეობით და მარტივად აისრულონ დიდი ხნის სურვილები. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის სასარგებლო და საჭირო პროდუქტებსა თუ სერვისებზე მუშაობას,“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

თუ გაინტერესებს, რა მოცულობის სესხია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკში, შეგიძლია საკუთარი საკრედიტო შესაძლებლობები მობილბანკში, ინტერნეტბანკში ან ვებგვერდზე შეამოწმო და იქვე, მარტივად გაიაქტიურო შეთავაზება.

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ცნობისთვის, ცვლილებამდე სამომხმარებლო სესხის ვადა 3 წლით იყო განსაზღვრული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება