ანა წითლიძე - ალუდა ღუდუშაურსა და ირაკლი ბერაიას მცდელობა, მოახდინონ ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ და უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც - ამ დარბაზში ასე მშვიდად ვერ დასხდებიან

ალუდა ღუდუშაურსა და ირაკლი ბერაიას მცდელობა, მოახდინონ ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ და უფრო პირიქით, უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც, პირადად ჩემგან. ასე მშვიდად ამ დარბაზში ვერ დასხდებიან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მის გადაყენებას ითხოვენ.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ბერაიამ არათუ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს, არამედ მას ნორმალურ ქვეყანაში, მანდატსაც დაატოვებინებდნენ.

„რა გამოხატვის ფორმებს მიწუნებთ, როდესაც ზუსტად ერთი დღეა მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო და რასაც იმსახურებენ, ზუსტად იმ ენით არ ვუპასუხო. ალუდა ღუდუშაურზე არაფერს ვიტყვი, არარაობაა. ირაკლი ბერაიამ იკადრა ის, რაც იკადრა. ერთი დღეა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ველოდები იმას, რომ თქვენ, პარლამენტის თავმჯდომარეს, ამაზე ადეკვატური რეაგირება გექნებათ. ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაური იცით რას იმსახურებენ? იმსახურებენ, რომ მანდ არ ისხდნენ არც ერთი და არც მეორე! თუ თქვენ არ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ადეკვატური რეაგირება გქონდეთ, გადააყენოთ და ნორმალურ ქვეყანაში, საერთოდ მანდატს დაატოვებინებდნენ ერთსაც და მეორესაც, მაშინ, ჩვენ, ცხადია მოგვიწევს თავი დავიცვათ და ვუპასუხოთ მათ ზუსტად, ისე როგორც ისინი იქცევიან. ვერ მეტყვით ვერცერთ კაც ოპოზიციონერს, რომელსაც მსგავსი უკადრია. ეს მცდელობა, მოახდინონ ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ და უფრო პირიქით, უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც, პირადად ჩემგან. ასე მშვიდად ამ დარბაზში ვერ დასხდებიან“,- განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება