მედიის ინფორმაციით, 500-მდე უცხოელი დღეს ღაზას დატოვებას შეძლებს

88 დაშავებული და 500-მდე უცხოელი დღეს ღაზას დატოვებას შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ამ წუთებში რაფაჰის გადასასვლელთან ასობით ადამიანია შეკრებილი და ელოდება იმას, თუ როდის მისცემთ მათ ეგვიპტე უფლებას, რომ საზღვარი გადაკვეთონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტე საველე ჰოსპიტალს საზღვრიდან 10 კილომეტრში აშენებს.

შეგახსენებთ, დღეს, ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც დაშავებულებსა და უცხოური პასპორტის მფლობელებს ღაზას დატოვების უფლება მიეცათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება