2-3 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, 2-3 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი.

მათივე ცნობით, უშუალოდ თბილისში 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს კი დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +25+27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +21+23 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +26+28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +21+23 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +25+27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +19+21 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 1-ელ ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 1 ნოემბერს +22+24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2-3 ნოემბერს დღისით +14+16 გრადუსი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17+19 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით გუდაურში და ომალოში +9 +11 , ხოლო წალკაში, ბაკურიანში და ახალქალაქში +14+16 გრადუსი დაფიქსირდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება