რატი ბრეგაძე - არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას არ ვამართლებ, თუმცა ღუდუშაურსა და ბერაიას კარგად ვიცნობ და საკმაოდ კარგი და ღირსეული ადამიანები არიან - შესაძლებელია, ემოციებმა იმძლავრა

არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას არ ვამართლებ, თუმცა ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს და საკმაოდ კარგი და ღირსეული ადამიანები არიან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ, პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

მინისტრის თქმით, რაც პარლამენტში მოხდა, „ძალიან სამწუხაროა“.

„სამწუხაროდ, ხშირია ქართულ პოლიტიკაში შემთხვევები, როდესაც საქმიანი ურთიერთობა შეიძლება გადავიდეს უფრო სხვა ტიპის ურთიერთობაში. მსგავსი ტიპის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ქალების მისამართით, არამედ ქალების მხრიდან საპირისპირო სქესის მისამართითაც გაგვიგია. ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას მე არ ვემხრობი და ვთვლი, რომ შესაძლებელია პოლიტიკა წარიმართოს ბევრად უფრო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ რეჟიმში.

ზოგჯერ შეიძლება ემოციურმა მომენტებმა იმძლავროს, თუმცა იმ დეპუტატებს, ვისზეც საუბრობთ, ვიცნობ და საკმაოდ ღირსეული ადამიანები არიან.

არ ვამართლებ არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას, თუმცა მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს და ესენი საკმაოდ კარგი და ღირსეული ადამიანები არიან. შესაძლებელია იმძლავრა ემოციებმა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ მე არ ვემხრობი არასდროს არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას. რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა.

რაც შეეხება რეაგირებას - პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის მოქმედებს რეგლამენტის ზედმიწევნით დაცვით და დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებდა იმას, რაც იყო საჭირო და არ დაარღვევდა რეგლამენტს. საკმაოდ კარგად და ოსტატურად მართავს ბატონი პაპუაშვილი პარლამენტის სხდომას“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება