პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, სტუდენტური ორგანიზაციის „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ ინიციატივით, სტუმრად ეწვია პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო ევროინტეგრაციის რთულ გზაზე“.

ღონისძიება გახსნა სტუდენტური ორგანიზაციის „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა თორნიკე ფუტკარაძემ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებთან ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, ასევე მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.

ლექციაზე ინტერაქციულ რეჟიმში განიხილეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროში.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექციამ აუდიტორიის დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება