ირაკლი კობახიძე - ევროკომისიამ ითხოვა მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებით გარკვეული კანონპროექტის ინიცირება -  პროექტი დღეს დაინიცირდება და ის ეხება მარეგულირებელი კომისიის შიგნით ინსტიტუციურ რეფორმას

ევროკომისიამ ითხოვა მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებით გარკვეული კანონპროექტის ინიცირება - პროექტი დღეს დაინიცირდება და საჯარო იქნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება მარეგულირებელი კომისიის შიგნით ინსტიტუციურ რეფორმას.

„ევროკომისიამ ითხოვა მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებით გარკვეული კანონპროექტის ინიცირება 8 ნოემბრამდე ანუ ვიდრე ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდება და ჩვენ აქაც ვმოქმედებთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. საქმე ეხება მარეგულირებელი კომისიის შიგნით ინსტიტუციურ საკითხებს, მაგალითად, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მარეგულირებელი კომისიის წევრის დათხოვნა სამსახურიდან და ა.შ. ამ თემაზე ჰქონდა ევროკომისიას რეკომენდაციები და ჩვენ ამას ვასრულებთ. მიზანი არის ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებას,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, გასაჯაროვდება თუ არა, რას ითხოვს კონკრეტულად ევროკომისია, კობახიძე პასუხობს, რომ მას პირადად ჰქონდა დახურული კომუნიკაცია და მათი ნებართვის გარეშე, ვერ გაასაჯაროებს. კობახიძე აცხადებს, რომ ევროკომისიიდან კონკრეტული პუნქტები მიაწოდეს, რასაც რეფორმა უნდა შეეხოს.

„მე მაქვს მაგალითად, ჩემს ტელეფონში მესიჯი, სადაც არის პუნქტები ჩამოწერილი, რასაც ითხოვენ. კაცმა მომწერა ევროკომისიიდან და როგორ შეიძლება ეს დახურული მესიჯი (გავასაჯაროო)? თუ ის კაცი თანახმა იქნება, ევროკომისიის კონკრეტული თანამდებობის პირი, მითხრას და გავასაჯაროებ, კი ბატონო. როცა ადამიანი გწერს მესიჯს ევროკომისიიდან, მას აქვს განცდა, რომ დახურული კომუნიკაცია დარჩება დახურულად. მე მზად ვარ გავასაჯაროო, მაგრამ მათი ნებართვის გარეშე ამას ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება