დავით ნარმანიამ სემეკში ISO სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სემეკისთვის მინიჭებული ISO 9001:2015 სტანდარტის ფარგლებში, კომისიის საქმიანობის ხარისხის შესრულების ძირითადი მაჩვენებლებისა და რისკების შეფასების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრები ესწრებოდნენ. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, სხვადასხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით, სემეკის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„სემეკი 2020 წლიდან ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ სემეკის საქმიანობის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. კომისიაში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა საქმიანობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და დახვეწაზე. სემეკს გააჩნია საერთაშორისო დონის ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მდგრად განვითარებასა და გამჭვირვალობას. ჩემს გუნდთან ერთად, ჩემი ამოცანაა, რომ სემეკი მუდმივად იყოს ისეთი ინსტიტუცია, რომელიც ორიენტირებულია სიახლეების დანერგვაზე და ღიაა ინოვაციების მიმართ,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო უნივერსალური სერტიფიკატია და მისი ძირითადი პრინციპებია მომხმარებელზე ორიენტირება, პერსონალის ჩართულობა, პროცესუალური მიდგომები, პროცესუალური მიდგომები, საქმიანობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება