სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელერადიოკომპანია RTS-ი ავრცელებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთის ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 17 დეკემბერს დანიშნა.

„ძვირფასო მოქალაქეებო, ბედნიერ არჩევნებს გისურვებთ. ჩვენ მთელი მსოფლიოსთვის რთულ დროში ვცხოვრობთ, გლობალური გამოწვევების, ომებისა და კონფლიქტების დროში. იმ დროში, როდესაც ჩვენ სერბეთის რესპუბლიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების შესანარჩუნებლად ერთიანობა გვჭირდება. იმ დროში, როდესაც ჩვენ, კოსოვოსა და მეტოხიასთან დაკავშირებული და სხვა რეგიონული თუ გლობალური პრობლემების გამო, ზეწოლას განვიცდით“, - განაცხადა ვუჩიჩმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემდეგ.

17 დეკემბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, სერბეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქ ბელგრადში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება