გენერალურ პროკურატურაში სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომებზე, თბილისის და საოლქო პროკურორების ანგარიშები მოისმინეს

საქართველოს პროკურატურაში გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომები გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომებზე, თბილისის პროკურორმა ლევან გეგეჭკორმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა ზაზა მეტონიძემ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორმა ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა, თბილისსა და რეგიონებში გაწეული საქმიანობის ანგარიშები წარადგინეს.

„სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომები საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მომხსენებლებმა სხდომის წევრებს, გაწეული საქმიანობის ანალიზი და სტატისტიკა წარუდგინეს; ისაუბრეს ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, განრიდების, აღკვეთის ღონისძიების, დამდგარი განაჩენების მაჩვენებლებზე, დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ანგარიშების წარდგენის შემდეგ, მომხსენებლებმა სხდომის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2020 წელს შეიქმნა. საბჭოს უფლებამოსილებას პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფა, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრა, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება