პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს ხელისუფლება ხედავს თუ არა აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად? - სამწუხაროდ, ეს შეკითხვა გაჩნდა ყველა კაბინეტსა და დერეფანში როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, აშშ-ში აქვთ კითხვა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც ხედავს და აფასებს თუ არა აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად.

როგორც მან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით აშშ-ს დაშორდა.

„აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი დრო, ენერგია და რესურსები ჩადო საქართველოში, საქართველოსთან ურთიერთობაში, ამ ურთიერთობების გეოსტრატეგიულ განზომილებაში განმტკიცებისთვის. ასევე, ზედმიწევნით ხედავენ, თუ რა განწყობა აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტიც. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც ხედავს და აფასებს აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად? ამ „რუსული ოცნების“ გადმოსახედიდან არის კი აშშ სტრატეგიული პარტნიორი? ეს შეკითხვა სამწუხაროდ, ბოლო წლებია გაჩნდა ყველა კაბინეტსა და დერეფანში, მათ შორის ვაშინგტონში ისევე, როგორც ბრიუსელში იმიტომ, რომ ისინი დასავლეთიდან უყურებენ ძირითადად 2 მთავარ განზომილებას, ან ხარ გეოპოლიტიკური სტრატეგიული პარტნიორი ან დასავლეთთან ხარ შენი დემოკრატიული ფასეულობებით თანხვედრაში. საქართველოს შემთხვევაში სამწუხაროდ, ორივე განზომილებაში დავცილდით იმ სულისკვეთებას, რომელიც 90-იან წლებში არსებობდა და განსაკუთრებით განმტკიცდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ბოლო 10 -11 წლის პერიოდი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს“,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება