თინა ბოკუჩავა - აშშ-ში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პროდასავლელ ქართველ ხალხს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება

ახლა აშშ-ში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პროდასავლელ ქართველ ხალხს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით, რომ დღევანდელი ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„თუ ამ დრომდე არსებობდა კითხვები ხელისუფლების საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით, ახლა ეს კითხვები პასუხგაცემულია და განსაკუთრებით პასუხგაცემულია რუსეთის მხრიდან უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ახლა აშშ-ში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პროდასავლელ ქართველ ხალხს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზების შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, აშშ ფორმალურად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღების გადაწყვეტილების ნაწილი, ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაა, თუმცა აშშ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ საუბრების და მოლაპარაკებების, რომელიც წინ უსწრებს ამ გადაწყვეტილებას. აქაც, რა თქმა უნდა, ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ შეასრულოს ეს რეკომენდაციები, არ განახორციელოს რეფორმები „რუსულმა ოცნებამ“ და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიზანმიმართული საბოტაჟირება მოახდინონ. ჩვენ აშშ-ის დედაქალაქსა და ევროპულ დედაქალაქებშიც გავიმეორეთ ის გზავნილი, რომ ამ ისტორიულ მომენტში აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია და საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ასევე, ჩვენ შეხვედრებზე ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნების წინ საქართველოში მაღალი დონის დელეგაციები, რეზოლუციები და მოსმენები.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მას დააკვირდნენ გრძელვადიანი დამკვირვებლები. მივიღეთ პირობა, რომ არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებელი იქნება საქართველოში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება