ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში მისიით მყოფ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საქართველოში მისიით მყოფ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს - მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს სამართლიანი ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების სფეროში - ასად ალამს, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავარ ეკონომისტს - ივაილო იზვორსკის და მსოფლიო ბანკის წამყვან ეკონომისტს - ლეონარდო იაკოვონეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი დაესწრნენ.

„განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემიის შემდეგ საქართველოს მიერ ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ასევე, სამოქმედო გეგმები.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მიმართულებით.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება