საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დოქტორანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის დოქტორანტთა კვლევითი გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის დოქტორანტთა კვლევითი გრანტების კონკურსის გამარჯვებულები სტუ-ის მასალათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი სალომე გვაზავა და ქიმიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი თამარ ჯიბლაძე გახდნენ.

როგორც სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე აღნიშნავს, საგრანტო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტების მიერ მოპოვებული გამარჯვებით იზრდება არა მხოლოდ უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირების შესაძლებლობები, არამედ, იმ სამეცნიერო კვლევების ხარისხი, რომელიც სტუ-ში ხორციელდება.

„სასიხარულოა, რომ ფაკულტეტის ორივე დოქტორანტმა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო პროექტები წარადგინეს და გამარჯვება მოიპოვეს. ეს არის, როგორც ჩვენი ახალგაზრდების, ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის და მისი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მეცნიერთა წარმატება.

მასალათმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტმა სალომე გვაზავამ, პროფესორ ნუგზარ ხიდაშელის ხელმძღვანელობით, წარადგინა საკონკურსო პროექტი - „კრიოგენური და თერმული დამუშავების კომბინირებული ზეგავლენა თუჯებში მაღალფუნქციური მულტიფაზური ბეინიტურ-მარტენსიტული სტრუტურების ფორმირებაზე“, ხოლო ქიმიის პროგრამის დოქტორანტმა თამარ ჯიბლაძემ საკონკურსოდ წარადგინა აკადემიკოს რამაზ ქაცარავასა და ასოცირებული პროფესორის, თამარ ფალავანდიშვილის ხელმძღვანელობით შესრულებული პროექტი - „ეკომეგობრული ბიოდეგრადირებადი ფსევდოპროტეინების გამოყენება აგროპროდუქტების შენახვისთვის“. კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ყოველმხრივ უწყობს ხელს, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში, რაც უნივერსიტეტში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ხარისხის ამაღლების, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მათი სრულფასოვნად ინტეგრირების აუცილებელი პირობაა. თავის მხრივ, ეს პროცესები ხელს უწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევისთვის სათანადო პირობების შექმნასა და სადოქტორო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ვულოცავთ ჩვენს დოქტორანტებს და კიდევ არაერთ წარმატებას ვუსურვებთ მათ“, - განაცხადა ლიანა თარგამაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება