ემანუელ მაკრონი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ყაზახეთში ჩავიდა და ყაზახეთის პრეზიდენტ, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მაკრონის ვიზიტი ცენტრალურ აზიაში მისი მოგზაურობის პირველი ეტაპის ნაწილს წარმოადგენს.

ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ ორმა სახელმწიფომ იშვიათი ლითონებით ვაჭრობასთან დაკავშირებით ბიზნეს შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

მაკრონმა ყაზახეთი შეაქო, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომში ქვეყანამ რუსეთის მიმართ მხარდაჭერა არ გამოხატა.

„საფრანგეთი აფასებს იმ გზას, რომელსაც თქვენი ქვეყნისთვის გადიხართ, უარს ამბობთ, რომ რომელიმე ძალას დაემორჩილოთ და სხვადასხვა ქვეყნებთან მრავალმხრივი და დაბალანსებული ურთიერთობების დამყარებას ცდილობთ“, - განუცხადა მაკრონმა თოყაევს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება