რომეო მიქაუტაძე მის შემოსავლებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ზოგიერთი „მედიასაშუალების“ მხრიდან აბსურდულმა ბრალდებებმა და ცილისწამებამ ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მან აუცილებლად მიიჩნია, რომ საზოგადოებისთვის მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიეწოდებინა.

„დისკრედიტაციის ამ უსახურ მცდელობებზე რეაგირებისთვის დროს არც დავკარგავდი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ, ამ ე.წ. „მედიისგან“ განსხვავებით, მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, აუცილებლობად მივიჩნიე, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩემი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ:

მე და ჩემს ოჯახს წლების განმავლობაში გვქონდა მსხვილი ბიზნესი და საკმაოდ მაღალი შემოსავალი. მოგვიანებით ეს ბიზნესი გავყიდეთ, საიდანაც მივიღეთ დაახლოებით 2 მლნ ლარის ფულადი ქონება. ბიზნესის გარდა, მე ასევე ვსაქმიანობდი არასაჯარო სექტორშიც, საიდანაც ხელფასის სახით მქონდა დამატებითი შემოსავალი და დანაზოგების გაკეთების შესაძლებლობაც. ეს არის 2005-2017 წლების პერიოდი, როდესაც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მქონდა სოლიდური შემოსავალი კერძო ბიზნესიდან და ასევე არასაჯარო სექტორში საქმიანობიდან. კიდევ უფრო დეტალურად რომ განვმარტო ჩემი ქონების წარმომავლობა, აღვნიშნავ, რომ ჩემმა ოჯახმა გაყიდა 5 ბინა (ჯამურად 282 კვ.მ.) თბილისში და 2 ბინა (ჯამურად 64 კვ.მ.) ბათუმში, აგრეთვე აგარაკი წეროვანში (1200 კვ.მ.), რომლის სანაცვლოდ შევიძინეთ 1 ბინა თბილისში (180 კვ.მ.), 2316 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყნეთში, 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროში და 410 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ოზურგეთში.

რაც შეეხება კომპანიებს, ჩემი მეუღლე 50 - პროცენტიან წილს ფლობს კომპანიაში „ვიუ ფოინთი“. მან საბანკო კრედიტით შეიძინა მიწა წავკისში - თანხის ოდენობაა 2,2 მლნ აშშ დოლარი. იგი ასევე ფლობს 50 - პროცენტიან წილს თბილისში მდებარე სასტუმრო „ბეთლემში“. ეს ქონებაც საბანკო კრედიტითაა ნაყიდი - მისი ოდენობა 915,000 ევროა.

სამწუხაროდ, ე.წ. „მედიასაშუალებებმა“ წარმოაჩინეს ისე, თითქოს საჯარო სექტორში დასაქმებისას მივიღე დაუსაბუთებელი შემოსავალი, რაც ასე არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ 2017 წლამდე საჯარო სექტორში არ ვმუშაობდი, არ მქონდა ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ხოლო მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი მაღალი თანამდებობა საჯარო სექტორში, ჩემი და ჩემი ოჯახის ნებისმიერი ქონება თუ შემოსავალი ასახულია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

კიდევ ერთი ცრუ ბრალდება ჩემს წინააღმდეგ ეხებოდა მიწის ნაკვეთს, რომელიც საჯარო აუქციონის წესით გვქონდა იჯარით აღებული. 2018 წელს მონაწილეობა მივიღეთ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ და გავაშენეთ მოცვის პლანტაციები. დღეის მდგომარეობით, მოცვი გააშენა, 1234 ბენეფიციარმა. 2022 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 208 სხვა სახელმწიფო მოიჯარის ნაკვეთის მსგავსად, შეაფასა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ, ნაკვეთის ღირებულება გადავიხადეთ და გადმოგვეცა საკუთრებაში. ამდენად, ნათელია, რომ არც ამ შემთხვევაში მისარგებლია რაიმე პრივილეგიით და ვმოქმედებდი საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებში“, - აღნიშნულია მიქაუტაძის განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით