გალტ & თაგარტი - 2024 წელს ეკონომიკის 5.0%-იან ზრდას ველოდებით - 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია

გალტ & თაგარტმა მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, რაც მათ მოლოდინთან თანხვედრაშია.

„შესაბამისად, ვინარჩუნებთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.8%-ის დონეზე, ხოლო 2024 წელს 5.0%-იან ზრდას ველოდებით“, - აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიშის თანახმად, რეალური ზრდა დაფიქსირდა საფინანსო, სამშენებლო, ვაჭრობისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში. ამის საპირისპიროდ, შემცირდა წარმოების, ტრანსპორტირების/დასაწყობებისა და უძრავი ქონების სექტორების ზრდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება