მამუკა ხაზარაძე - პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ვისმენთ ქალების ლანძღვას, შეურაცხყოფას და ბულინგს, რაც ირიბად დასაშვებს  ხდის ქალებზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას და ახალისებს ფემიციდს

საქართველოს შვილები ვართ, რაც ჩვენთვის ნიშნავს კულტურას, რომელშიც ქართველი კაცი ქალის ღირსების მცველი იყო - ამ დროს, პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ვისმენთ ქალების ლანძღვას, რაც ირიბად დასაშვებს ხდის ქალებზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას,- ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

მისი თქმით, უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრაზე, ძალადობასა და უღირსობაზეა აგებული.

„საქართველოს შვილები ვართ, რაც ჩვენთვის ნიშნავს ტრადიციებს, ღირსებას, კულტურას, რომელშიც ქართველი კაცი ქალის ღირსების მცველი იყო.

ამ დროს, პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ვისმენთ ქალების ლანძღვას, შეურაცხყოფას და ბულინგს, რაც ირიბად დასაშვებს ხდის ქალებზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას და ახალისებს ფემიციდს.

გუშინდელ ინციდენტს შეესწრო არაერთი დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან. როგორ უნდა ისხდეთ ჩუმად ასეთ დროს?

უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრაზე, ძალადობაზე და უღირსობაზეა აგებული“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე, რომლის კომენტარსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება