ჯაბა სამუშიამ წარმატებული გეოგრაფები დააჯილდოვა

თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსების 90 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ინსტიტუტის წარმატებული მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და პედაგოგები ვახუშტი ბაგრატიონის მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საიუბილეო-სამეცნიერო კონფერენცია „გეოგრაფია - წარსული, აწმყო, მომავლის გამოწვევები“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართა, რომელსაც თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა ბოლაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ინსტიტუტის დაარსების ისტორიაზე, სამეცნიერო-კვლევით მიღწევებზე, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე, კვლევებზე, აღმოჩენებზე და ინსტიტუტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, გეოგრაფიის ინსტიტუტი მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. “ჩვენთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის არსებითია, რომ ეს ინსტიტუტი ჩვენს შემადგენლობაშია, ვინაიდან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. 90-წლიანი არსებობის მანძილზე მნიშვნელოვან როლ ასრულებს გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში, უნიკალურია ის გამოცემები და არქივი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ინსტიტუტის საქმიანობის შედეგად დაგროვდა“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

კონფერენციის მიზანი იყო ქართველ მეცნიერთა მიღწევების წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება/გაცვლა, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია და თანამშრომლობის გაძლიერება გეოგრაფიის სფეროში მომავალი კვლევების პრიორიტეტების დასახვისა და ინოვაციური მიმართულებების განვითარების მიზნით. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდება Georgian Geographical Journal-ის სპეციალურ ნომერში.

გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვახუშტი ბაგრატიონის მედლით დაჯილდოვდნენ: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი ჟანა ზონენაშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი კუკური თავართქილაძე, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი მეგი შენგელაია, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გულიზა ლიპარტელიანი, გეოლოგია მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ ხაზარაძე, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი მარინე ბოკერია, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ბელაძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის