ალექსანდრე კრევო-ასათიანი - აშშ-ს კითხვები ჰქონდა, თუ რატომ ხდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის კომუნისტური პარტია აშშ-ს ნაცვლად

აშშ-ს კითხვები ჰქონდა, თუ რატომ ხდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის კომუნისტური პარტია აშშ-ს ნაცვლად და ჩინეთის საკითხმა ნათელი გახადა ყველასთვის დასავლეთში, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, კითხვები იყო ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღო საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა რატიფიცირების გარეშე.

„ჩვენს ვიზიტს დაემთხვა ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი ვაშინგტონში, ერთი იყო ავსტრალიის პრემიერ - მინისტრი, რომელმაც ისაუბრა ჩინელების გავლენებზე წყნარ ოკეანეში და ასევე იყო ჩინეთის საგარეო მინისტრი, რომელსაც ჰქონდა მკაფიო მოლაპარაკებები სახელმწიფო დეპარტამენტთან ვაშინგტონში და ზუსტად ახლა ჩინეთის საკითხმა გააღო ძალიან ბევრი მწუხარების კარი აშშ-ში, კონგრესში, რადგან მთლიანად პოლიტიკური სპექტრი უკვე გაერთიანებულია იმაში, რომ დაკონკრეტდა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური გზა.

შარშან შეიქმნა სპეციალური კომიტეტი ჩინეთის გავლენებზე და გვქონდა შეხვედრები ამ კომიტეტთან, ჩვენ გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა კონგრესმენებთან, ექსპერტთა ჯგუფთან და ყველას ჰქონდა ერთი და იგივე კითხვები, როგორ მოხდა რომ პრემიერ -მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საიდუმლოდ ხელი მოაწერა ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რადგან ყველას გვეგონა, რომ ჩადიოდა სპორტის ღონისძიებაზე და უცებ, ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდით.

ასევე კითხვები ჰქონდათ, თუ რატომ ხდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის კომუნისტური პარტია, ამერიკის ნაცვლად. ყველას აინტერესებდა, როგორ მიიღო საქართველომ ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა რატიფიცირების გარეშე. ასევე ყველას აინტერესებდა როგორ ხდება, რომ ჩინეთი, რომელიც უზარმაზარ დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდა პანდემიის დროს, საქართველოში სამედიცინო სექტორის წინააღმდეგ, ჩინეთი, რომელმაც დელეგაციები გააგზავნა ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორ შეიძლება, მათთან გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ ზუსტად დააკონკრეტა ყველასთვის დასავლეთში, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას,“ - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება