საბინე მახლი - რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს, გაერო ნამდვილად აქებს საქართველოს მთავრობას

საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში უამრავი პროგრესი, უამრავი ცვლილება განხორციელდა და ჩაეყარა საფუძველი უამრავ რეფორმას. შესაბამისად, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ახლა უკვე ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა დღეს საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ქალთა უფლებებისა და გენდერული ბალანსის დასაცავად.

კონფერენციაზე საბინე მახლმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესი წარმოუდგენელია მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობის, სტიგმატიზაციის დაძლევის გარეშე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მარტო შესაბამისი პროგრამების არსებობა, არამედ მათი აღსრულება და რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა სამაგალითოა.

„საქართველო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს ამ მიმართულებით... ეს პროგრამები ძალიან კარგია და არა მარტო საკანონმდებლო დონეზე, არამედ პრაქტიკაშიც უნდა ხორციელდებოდეს და გაერო ნამდვილად აქებს საქართველოს მთავრობას ამ პროგრამების აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ თვითონაც ვმონაწილეობთ ამ კონკრეტულ ინიციატივებში“, – განაცხადა მან.

აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება