ნიკოლოზ სამხარაძე ნიდერლანდების  ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული საპარლამენტო თანამშრომლობა და მომავალში მისი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მოლოდინზე.

ელჩმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიდერლანდების სამეფოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და დაგეგმილ არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი და საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი ამ კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება