საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  „არემჯი ჯგუფმა“ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის „არემჯი ჯგუფმა“, სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. პროექტის მიზანს სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული საინჟინრო მიმართულებების სტუდენტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, „არემჯი ჯგუფის“ სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების, მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის ბაკალავრებს, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, „არემჯი ჯგუფს“ სტუ-სთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, კორპორაცია არის ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელი, სადაც სტუდენტები გადიან სტაჟირებას.

„„არემჯი ჯგუფთან“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ექვსწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პერიოდში ერთ წლიანი სტიპენდია 80-მა სტუდენტმა მოიპოვა. პროექტი 2018 წელს სამთო-გეოლოგიურ დარგში წარმატებული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით დაიწყო, დღეს კი კონკურსში მონაწილეობა ხუთი ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა შესაძლებელი. ექვსი წლის მანძილზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „არემჯის“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც სტუდენტების განვითარებაზე და მათ მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. მადლობა მინდა გადავუხადო კორპორაციას თანამშრომლობისთვის და წარმატებები ვუსურვო სტუდენტებს“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი.

ინფორმაციისთვის, კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს და აპლიკანტებს დოკუმენტაციის წარდგენა 13 ნოემბრამდე შეუძლიათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება