მაია ბითაძე ორჰუსის კონვენციის შესაბამისობის კომიტეტის წარმომადგენელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ორჰუსის კონვენციის შესაბამისობის კომიტეტის წარმომადგენელს, თომას შომერუსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების თაობაზე.

„კერძოდ, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. მხარეებმა ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. სტუმარმა კომიტეტის თავმჯდომარეს ამ სფეროში გერმანიის გამოცდილება გაუზიარა.

მაია ბითაძემ თომას შომერუსს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მიღებული კანონები გააცნო და ისაუბრა იმ კანონპროექტებზე, რომლებზეც კომიტეტი ახლა მუშაობს. კერძოდ, ემისიების შესახებ კანონპროექტზე, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის შესახებ და კლიმატის თაობაზე კანონპროექტებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი და ორჰუსის კონვენციის შესაბამისობის კომიტეტი გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების კუთხით თანამშრომლობას გააგრძელებენ.

სტუმარმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და იმედი გამოთქვა, რომ შემოდგომაზე საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება