კახა კალაძე - არანაირი ლოგიკა, არგუმენტი არ არსებობს იმისა, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი

არანაირი ლოგიკა, არგუმენტი არ არსებობს იმისა, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

„თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიცით რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამის გამოყენება.

მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ყველაფერი ზედმიწევნით გაკეთებულია, გარდა ამისა იყო დამატებითი მოთხოვნები და ესეც შესრულებულია. დარწმუნებული ვარ და გვჯერა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არანაირი ლოგიკა, არგუმენტი არ არსებობს იმისა თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. შეიძლება რამე განსაკუთრებული არ იყოს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, კანდიდატის სტატუსის თემა ისეთ დონეზე აწიეს, რომ მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნა გაკეთებული, რომ სტატუსი მიიღოს ქვეყანამ“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება