ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ღაზაში ყველა რანგის ტერორისტს ვურტყამთ, ველში მებრძოლებიდან დაწყებული, მაღალი რანგის ტერორისტებით დამთავრებული

ღაზაში ყველა რანგის ტერორისტს ვურტყამთ, ველში მებრძოლებიდან დაწყებული, მაღალი რანგის ტერორისტებით დამთავრებული, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.

„ჩვენი ძალების აქტივობამ შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს არის გადამწყვეტი, გაბედული ქმედებები. მაღალი დონის ურთიერთქმედებაა სახმელეთო და საჰაერო ძალებს შორის…

ბრძოლის ველზე ძალიან მნიშვენლოვანი მიღწევებია - ყველა რანგის ტერორისტს ვურტყამთ, ველში მებძოლებიდან დაწყებული, მაღალი რანგის ტერორისტებით დამთავრებული”, - განაცხადა გალანტმა.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები მიწისქვეშა გვირაბებს ავლენენ და იქედან ტერორისტებს დევნიან. გალანტის თქმით, ამ მომენტისთვის ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის მიმდინარეობისას ისრაელის თავდაცვის ძალების 15 ჯარისკაცი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება