CNN - ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში უცხოეთის მინიმუმ 361 მოქალაქე გადავიდა

ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში უცხოეთის მინიმუმ 361 მოქალაქე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ეგვიპტელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული პირებისგან 76 კაიროში მიემგზავრება, ხოლო დანარჩენები რაფაჰის სასაზღვრო პუნქტზე იმყოფებიან, სადაც საჭირო დოკუმენტაციას ავსებენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უცხოეთის 491 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული, რომლებიც დღეს ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ დანარჩენი 130 პირი ან სასაზღვრო პუნქტამდე ვერ მივიდა ან საზღვრის გადაკვეთაზე უარი განაცხადა ოჯახის წევრების გარეშე, რომლებიც სიაში არ იყვნენ.

წყაროს თქმით, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი ღია რჩება და უცხოეთის მოქალაქეები ეგვიპტეში გადასვლას გააგრძელებენ.

76 უცხოელიდან, რომლებიც კაიროში მიემგზავრებიან 29 ავსტრიის მოქალაქეა, 13 - იაპონიის, 12 - ავსტრალიის, 12 - იორდანიის, 5 - საუდის არაბეთის, 4 - იტალიის, 1 - დიდი ბრიტანეთის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება