ისრაელის საგარეო უწყება - ვწუხვართ ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით იორდანიის გადაწყვეტილების გამო

ისრაელი სწუხს იორდანიის მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვიოს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ლიორ ჰაიათის განცხადებაშია აღნიშნული.

„ისრაელის სახელმწიფო ორიენტირებულია ომზე, რომელიც მას თავს მოახვიეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შედეგად, რის შედეგადაც დაღუპულია 1 400 ისრაელელი და გატაცებულია 240 ქალი, ბავშვი, ჩვილი და მოხუცებული. ისრაელის სამიზნე „ჰამასის“ ტერორისტები და ამ ორგანიზაციის ტერორისტული ინფრასტრუქტურაა, რომელიც ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს“, - აღნიშნულია საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებაში.

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის ელჩის ისრაელიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო და რომ ეს ნაბიჯი იყო იორდანიის პოზიციის გამოხატვა, რომელიც უარყოფს და გმობს ისრაელის ომს ღაზაში. მანამდე, ისრაელიდან საკუთარი ქვეყნების ელჩები გაიწვიეს კოლუმბიამ და ჩილემ, ბოლივიის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება