ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ავტოტრანსპორტის მძღოლები დააჯილდოვა

,,ბათუმის ავტოტრანსპორტის" ორგანიზებით, ტრანსპორტელების კვირეულის ფარგლებში, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები და ავტოტრანსპორტის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის" თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში, ავტოტრანსპორტის 40-ამდე მძღოლსა და თანამშრომელს, რომლებიც ათეული წელი ემსახურებიან ქალაქს, მადლობის სიგელები ტრანსპორტის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ყველა თანამშრომელს და მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს პროფესიული დღე მიულოცა.

„მინდა პროფესიული დღე მივულოცო ყველა ტრანსპორტელს, ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ყველა თანამშრომელს, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან ქალაქს. ფასდაუდებელია მათი შრომა და ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და ვუსურვებ წარმატებებს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის