AFP - ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, „ბოკო ჰარამის“ ექსტრემისტებმა ორი სხვადასხვა თავდასხმა განახორციელეს და სულ მცირე 37 ადამიანი მოკლეს. „ბოკო ჰარამის“ სამიზნეს იობეს შტატის გეიდამის რაიონი წარმოადგენდა.

მოწმეების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მოგვიანებით 20 ადგილობრივი, რომელიც მათ დაკრძალვაზე მიდიოდა, ნაღმზე აფეთქდა.

ცნობისთვის, „ბოკო ჰარამის“ ისლამურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში აჯანყება 2009 წელს დაიწყო, რათა რეგიონში შარიათის კანონის რადიკალური ინტერპრეტაცია დააწესოს. მათი შეტევების შედეგად სულ მცირე 35,000 ადამიანია დაღუპული და 2 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება