ტაილანდმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა

ტაილანდმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტაილანდის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტაილანდის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ კვირას ტაილანდის პარლამენტის სპიკერის მიერ შექმნილმა სამკაციანმა გუნდმა თეირანში მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა.

„მე მათ მძევლების გათავისუფლება ვთხოვე, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან. დამარწმუნეს, რომ მათზე კარგად ზრუნავენ, მაგრამ გათავისუფლების თარიღი ვერ მითხრეს, ისინი შესაფერის დროს ელოდებიან“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, არიპენ უტარასინმა.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად ტაილანდის 32 მოქალაქე დაიღუპა და 19 დაიჭრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება