ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე ახლად გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა.

„თავდაცვის მინისტრი ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ბაზის ტერიტორიაზე გარემონტდა ორი ერთეული ყაზარმა, აშენდა მულტიფუნქციური სტადიონი, მოეწყო ბეტონის შიდა გზები. ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სასადილო შენობის რემონტი.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნის მიზნით, ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი. 2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება