TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის: კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

„TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“, სრულად დაფინანსებულ, ტექ-პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, iOS Development, კიბერუსაფრთხოება, DevOps, ინფორმაციული უსაფრთხოება, Python, React, Blockchain - ეს ის პროგრამებია, რომელთა შესწავლას, 18 წელს ზევით ყველა მსურველს, „თიბისი“ USAID-თან პარტნიორობით გთავაზობთ და პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.

1-დან 25 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ პროგრამებზე:

1. DevOps - https://forms.office.com/e/C97JLKgStY

2. Blockchain - https://forms.office.com/e/7eepMNKH26

3. კიბერუსაფრთხოება - https://forms.office.com/e/Lnu5mKR7YB

4. ინფორმაციული უსაფრთხოება - https://forms.office.com/e/RQkn5wMcRn

„თიბისის“ ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოდან მსურველები შეძლებენ დარეგისტრირდნენ შემდეგ პროგრამებზე: iOS Development; React; პროგრამირების საფუძვლები (Python); Advanced Python (Django); კურსები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით. სწავლების ხანგრძლივობა, კურსების მიხედვით, 3-6 თვეა. სწავლა 2024 წლის თებერვალში დაიწყება.

„წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა „თიბისისა“ და მის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამები წარიმართება „თიბისის“ IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„თიბისის“ IT აკადემიის ლიდის თათა ანჯაფარიძის განცხადებით, 300-ზე მეტი წარმატებული კურსდამთავრებული დღეს „თიბისისა“ და შვილობილ კომპანიებში მუშაობს.

„თიბისიმ“ IT აკადემია 2019 წელს შექმნა. აქ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ტექ. პროფესიონალები გახდნენ. ამ პერიოდის მანძილზე 1 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს და რაც ძალიან გვახარებს, 300-ზე მეტი წარმატებული კურსდამთავრებული დღეს „თიბისისა“ და შვილობილ კომპანიებში მუშაობს. USAID-თან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში საშუალება გვაქვს კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი გავზარდოთ და გავაძლიეროთ საქართველოში IT ეკოსისტემა“, - განაცხადა თათა ანჯაფარიძემ.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის ტექნოლოგიების სფეროში პირველი ნაბიჯები გადადგა, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები მათ მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის