ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში „ჰამასის“ ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სახმელეთო ძალებსა და „ტერორისტულ უჯრედებს“ შორის ღამით ღაზის სექტორში შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც „ჰამასის“ ათობით წევრი დაიღუპა.

თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გოლანის ქვეითი ბრიგადის ჯარებმა ხანგრძლივი ბრძოლები გამართეს „ჰამასის“ ტერორისტებთან, რომლებმაც ისრაელელი ჯარისკაცების მიმართულებით რაკეტები და ყუმბარები ისროლეს და ასაფეთქებელი მოწყობილობები ააფეთქეს. გოლანის ჯარებს მხარდაჭერას უწევდა ავიაცია საჰაერო იერიშებით და სამხედრო-საზღვაო ძალები სარაკეტო დარტყმებით.

„ბრძოლის დასასრულს ათობით ტერორისტი იყო ლიკვიდირებული“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე ინფორმაციით, ისრაელელი სამხედროები აგრძელებენ ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე თავდასხმებს, მათ შორის იარაღის წარმოებისა და შენახვის ობიექტებზე, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ პოზიციებსა და უპილოტო საფრენი აპარატების გამშვებ პოზიციებზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება