ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, მისი მოადგილეები და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ.

„სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის, როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებას. მხარეებმა ისაუბრეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მისი აღსრულების კუთხით მიღებულ შედეგებზე. თათბირზე ვახტანგ გომელაურმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან ასევე მოისმინა ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დანაშაულის სტატისტიკის ანგარიში.

თათბირზე აღინიშნა, რომ როგორც წინა წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკის განახლება სამომავლოდაც გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა და შესრულებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაო თათბირის დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, რეგიონების მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელ პირებს საპატრულო პოლიციის ახალი ავტომობილები გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება