გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი - ისრაელს, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, თავდაცვის უფლება არ აქვს

ისრაელს, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, თავდაცვის უფლება არ აქვს და ამას ადასტურებს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს 2004 წლის დასკვნა, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ორგანიზაციის მე-10 საგანგებო სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შეუძლიათ, არის „ილაპარაკონ ისრაელის ვითომცდა თავდაცვის უფლებაზე, თუმცა, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს მას ასეთი უფლება არ აქვს.“

„დღეს, როცა ვხედავთ ღაზას საზარელ ნგრევას, რაც ბევრჯერ აღემატება ყველაფერს, რასაც ისინი მრისხანედ აკრიტიკებენ სხვა რეგიონულ კონტექსტში - თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, ათასობით ბავშვის დაღუპვა - მათ თითქოს პირში წყალი ჩაიგუბეს“, - განაცხადა ვასილი ნებეზნიამ.

ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთი აღიარებს ისრაელის უფლებას უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.

„ეს შეიძლება იყოს სრულად გარანტირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პალესტინის პრობლემა სამართლიანად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ცნობილი რეზოლუციების საფუძველზე გადაწყდება. ჩვენ არ უარვყოფთ ისრაელის უფლებას ებრძოლოს ტერორიზმს, მაგრამ ებრძოლეთ ტერორისტებს და არა მშვიდობიან მოსახლეობას,“- აღნიშნა გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება