მეუფე ანტონის განცხადებით, თუ სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქი მისი გადადგომის საკითხს დააყენებს, მღვდელმთავრები წინააღმდეგობას გაუწევენ და სინოდი ამ საკითხში ერთიანია

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის განცხადებით, თუ სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქი ილია მეორე მისი გადადგომის საკითხს დააყენებს, მღვდელმთავრები წინააღმდეგობას გაუწევენ.

როგორც მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, „აქ არის ერთიანობა“.

„[პატრიარქის გადადგომის შესახებ] ყველა წინააღმდეგი ვიქნებით, ყველა წინააღმდეგი ვართ. არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას. შანსი არ არის, იმიტომ, რომ პატრიარქი არის პატრიარქი, ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან, ჩვენი მაკურთხებელია და მთელ საქართველოს უყვარს. [თუ მაინც დადგა გადადგომის საკითხი], მაინც შევეწინააღმდეგებით. აბსოლუტურად შევეწინააღმდეგებით.

აქ არის ერთიანობა. არამც და არც არ დადგება ეს საკითხი! [პატრიარქმა გადადგომის] საკითხი თვითონ შეიძლება გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით. [გადადგომის] მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

რაც შეეხება კითხვას, უნდა გაფართოვდეს თუ არა მეუფე შიოს უფლებები, მეუფე ანტონი პასუხობს, რომ მეუფე შიოს საკმარისი უფლებამოსილება აქვს და „მეტი რაღაც უნდა გაფართოვდეს“.

„თუკი გაფართოების საკითხი დადგება, განვიხილავთ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება