ათენში ულტრამემარჯვენეებსა და ანტიფაშისტებს შორის შეტაკებების შემდეგ 60 პირი დააკავეს

ათენში ულტრამემარჯვენეებსა და ანტიფაშისტებს შორის შეტაკებების შემდეგ 60 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Kathimerini-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ ღამით, ათენში ერთმანეთს ანტიფაშისტები და ულტრამემარჯვენეები დაუპირისპირდნენ. ულტრამემარჯვენეები ქუჩებში მათი ორი წევრის მკვლელობის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამოვიდნენ. ინციდენტებს ადგილი ვიქტორიას მოედანსა და მონასტირაკის სადგურზე ჰქონდა.

„ვიქტორიას მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, რომლებშიც პოლიციელები და დაკავებულები მონაწილეობენ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პოლიცია კანონის და ოფიციალური რეგულაციების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. აღნიშნული მიზეზით, სასწრაფო გამოძიება დაიწყება, რომ პირველ რიგში გაირკვეს ინციდენტის არსი და შემდეგ პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ“, - განაცხადა მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა, იანის ეკონომოუმ.

სულ ათენის პოლიციამ 60 ადამიანი დააკავა, ხოლო 21 ულტრამემარჯვენე იტალიელის, რომლებიც საბერძნეთში აქციებზე დასასწრებად ჩაფრინდნენ, დეპორტაცია მოხდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება