მეუფე მიქაელი - არ არსებობს და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება - ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან

არ არსებობს და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან, - ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, წინასწარ უცნობია, რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი.

„ყველას გილოცავთ მამა გაბრიელის ხსნების დღეს, რა საკითხებზეც ვიმსჯელებთ, რომ გამოვალთ აუცილებლად გეცოდინებათ. ახლა მივდივართ და ვარკვევთ საკითხებს. არა, როგორ გეკადრებათ, [პატრიარქის] რა გადადგომა, როგორ შეიძლება. არ ვიცი ამაზე თეოლოგები რატომ საუბრობენ, ჩვენ ეპისკოპოსები ვართ და ვართ დინჯად, წყნარად, საქართველოს გაძლიერებაში და ეკლესიის გაძლიერებას ვემსახურებით", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

როგორც მან აღნიშნა, პატრიარქის გადადგომის საკითხის დაყენება დღის წესრიგში სხდომაზე, “როგორ შეიძლება?!”.

“არ არსებობს ეგ და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის?ღმერთი წყვეტს ზემოდან", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება