ხატია დეკანოიძე - დეპუტატები, ვინც არ დადიან პარლამენტში, გაუგებარია, რატომ ინარჩუნებენ მანდატს - გუშინაც, გუშინწინაც მძიმე შეურაცხყოფების ფონზე ვიყავით სამი თუ ოთხი ადამიანი

დეპუტატები, ვინც არ დადიან პარლამენტში, გაუგებარია, რატომ ინარჩუნებენ მანდატს. გუშინაც, გუშინწინაც მძიმე შეურაცხყოფების ფონზე ვიყავით სამი თუ ოთხი ადამიანი,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, პარტია უნდა იყოს ან პარლამენტში ან ქუჩაში ან სადმე უნდა აქტიურობდეს.

ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ თუ ყველა ოპოზიციონერი კოლეგა ივლის პარლამენტში, „ქართულ ოცნებას“ მათზე თავდასხმა გაუჭირდება.

ნიკა მელიას ეს პოზიცია დიდი ხანია აქვს, თქვენ იცით, რომ მან დატოვა მანდატი. მე შემიძლია მისი პოზიცია იმ ნაწილში გავიზიარო, რომ უნდა იარონ და იმუშაონ, თუ აქვთ მანდატი, უნდა იყვნენ დარბაზში და შეასრულონ თავის მოვალეობა. (ოპოზიციის) უმრავლესობა არ დადის პარლამენტში, დეპუტატები ვინც არ დადიან პარლამენტში, გაუგებარია, რატომ ინარჩუნებენ მანდატს. გუშინაც, გუშინწინაც მძიმე შეურაცხყოფების ფონზე ვიყავით სამი თუ ოთხი ადამიანი. პარლამენტის დატოვებას რაც შეეხება, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელიც აღარ დარჩა, მაგრამ პარტია უნდა იყოს ან პარლამენტში ან ქუჩაში ან სადმე უნდა აქტიურობდეს. მე მაქვს ეს პროტესტი კოლეგების მიმართ, ვინც არ დადის იმიტომ, რომ როცა ვართ ცოტა, თავს გვესხმიან და არის მძიმე სურათი. რომ ვიყოთ ბევრი, ვფიქრობ, სხვა სიტუაცია იქნებოდა გაცილებით,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებს არ აქვთ ბერკეტები, რომ განახორციელონ საკუთარი საქმიანობა და "უწევთ ერთადერთი ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება "ქართული ოცნებისთვის".

"კონკრეტულად რა საქმეზეა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში - მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად,“ - აცხადებს მელია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება