სოფელ ტანძიაში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ტანძიაში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელში შიდა გზის 510 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!