ირაკლი კობახიძე - ხელოვნურად ხდება ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაც მიანიშნებს, რომ ოპოზიციას სურს, ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდეს - არ გამოუვიდათ, არავინ „ჭამს“ ამას

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან იმის თქმა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო უნდა მიიღოს, იმაზე მიანიშნებს, რომ „ოპოზიციას ისტერიკა აქვს“.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასევე „ის ნარატივი, რომ ხელისუფლება აქეთ არის და ხალხი - იქით, ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე მიანიშნებს - მათ სურთ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდეს“.

„ეს ყველა განცხადება მიანიშნებს ისტერიკაზე, რომელიც ოპოზიციას აქვს. როდესაც ისინი ამბობენ, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს ხომ, უბრალოდ სასაცილოა. გეოპოლიტიკა შარშანდელი წლის მერე არ შეცვლილა, არც გეოგრაფიული მდგომარეობა შეცვლილა ჩვენი და არც პოლიტიკური მდგომარეობა ამ გეოგრაფიულ სივრცეში. ეს მიანიშნებს იმას, რომ მათ უბრალოდ ისტერიკა აქვთ. მათ არ უნდოდათ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. ახლა იციან, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იღებს და ასეთ პირობებში აკეთებენ ასეთ აბსურდულ, აბსოლუტურად ალოგიკურ განცხადებებს. რაც შეეხება NGO-ს, ისინიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ევროკომისიას უცხადებდნენ, რომ მხოლოდ ორი რეკომენდაცია იყო შესრულებული. უცხადებდნენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს და ა.შ. ახლა განსხვავებული მესიჯებით უწევთ გამოსვლა. რაც შეეხება, ამ ნარატივს, რომ ხელისუფლება აქეთ არის, ხალხი - იქით, ესეც მიანიშნებს მათ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე, როდესაც ასე ხელოვნურად ხდება ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ერთი, რომ ეს აბსურდული განცხადებებია და მეორე, ეს მიანიშნებს, რომ მათ სურთ, ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდეს რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ, არავინ არ „ჭამს“ ამას, ეს ძალიან უხეშად, ჟარგონზე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები არ მიიღებენ ასეთ მესიჯებს და ქვეყნის შიგნითაც ვერ გაიყიდება ასეთი მესიჯები. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუს იღებს, ამ სტატუსს ხელისუფლება იღებს, რა თქმა უნდა, ხალხთან. ეს ყოველთვის ასეა ხომ, ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ჰყავს. უნდოდათ რიგგარეშე არჩევნები და თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველმა ხალხმა ოპოზიციას, რომ მათ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ სურს. ამის მერე სპეკულაციები, რა თქმა უნდა, მთლიანად საფუძველს მოკლებულია. სამწუხაროდ, თავის დროზე ამ ნარატივს, ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნას, ხელს უწყობდნენ კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები. რაც ასევე, თანდათანობით იცვლება, შეიცვალა უკვე და ამისთვის მადლობა შესაბამის დიპლომატებს და შესაბამის პოლიტიკოსებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის