AFP - პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ათასობით ავღანელია შეკრებილი

პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ათასობით ავღანელია შეკრებილი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

ისლამაბადმა ავღანელებს პაკისტანის დატოვებისთვის დრო პირველ ნოემბრამდე მისცა. ბოლო რამდენიმე დღეა კი პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო გადასასვლელთან ათასობით ავღანელია შეკრებილი და ავღანეთში გადასვლას ცდილობს.

მედიის ინფორმაციით, პაკისტანი 165,000-ზე მეტმა ავღანელმა უკვე დატოვა, მას შემდეგ რაც, ოფიციალურმა ისლამაბადმა პაკისტანში მყოფ ავღანელებს ულტიმატუმის სახით განუცხადა, რომ თუ პაკისტანს არ დატოვებდნენ მაშინ პატიმრობა და დეპორტაცია ემუქრებოდათ.

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ავღანელთა დეპორტაცია ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დასაცავად ხორციელდება. მთავრობამ განაცხადა, რომ პაკისტანში მცხოვრები 4 მილიონზე მეტი ავღანელიდან, 1,7 მილიონი დოკუმენტაციის გარეშეა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება