ვალერი ზალუჟნი - სიტუაცია ჩიხში შევიდა, დანაკარგების გამო რუსეთის შეჩერების იმედი ჩემი შეცდომა იყო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, იმის იმედი, რომ რუსეთს საკუთარი ჯარისკაცების სისხლის დაღვრა შეაჩერებდა, შეცდომა იყო.

„ეს იყო ჩემი შეცდომა. რუსეთმა დაკარგა სულ მცირე 150 000 ადამიანი. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი მსხვერპლი ომს შეაჩერებდა“, - აღნიშნა ზალუჟნიმ გამოცემა The Economist-თან საუბარში.

მისი თქმით, რუსეთთან ომში ვითარება ჩიხში შევიდა.

„ისევე, როგორც პირველ მსოფლიო ომში, ჩვენ მივაღწიეთ ტექნოლოგიის იმ დონეს, რომელსაც ჩიხში შევყავართ. დიდი ალბათობით, ღრმა და ლამაზი გარღვევა არ იქნება“, - აღნიშნა ზალუჟნიმ და დასძინა, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად მასიური ტექნოლოგიური ნახტომია საჭირო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება