თინა ბოკუჩავა - ვამზადებთ წერილს, რომელიც გაეგზავნება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საელჩოებს, რადგან ირაკლი ბერაია ნატო-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეა - გარწმუნებთ, მას დიდი დისკომფორტი შეექმნება პარტნიორებთან კომუნიკაციაში

პაპუაშვილისგან გასაკვირი არ არის, რომ არ სურს ადეკვატური ზომების მიღება. ის არის ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ვერბალურ, ფიზიკურ ძალადობას არ ერიდება ქალის წინააღმდეგ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ პირობებში, როცა სასამართლო თავისუფალი არ არის, არ აქვს მოლოდინი, რომ სამართლებრივი გზით რაიმეს მიღწევა შეიძლება. ბოკუჩავა აცხადებს, რომ უკვე მუშაობენ წერილზე, რომელიც გაეგზავნება ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს საქართველოში და ბერაიას, რომელიც ნატო-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეა, პარტნიორებთან კომუნიკაციაში დისკომფორტი შეექმნება.

"პაპუაშვილისგან გასაკვირი არ არის, რომ არ სურს ადეკვატური ზომების მიღება. ის არის ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ვერბალურ, ფიზიკურ ძალადობას არ ერიდება ქალის წინააღმდეგ და ეს საზოგადოებამ იხილა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაბიჯებს, მეც განვიხილავდი სასამართლოს გზას, მაგრამ იმ პირობებში, როცა სასამართლო არის სრულად დაქვემდებარებული ივანიშვილის პარტიულ ვერტიკალს, დიდი მოლოდინი, რომ სამართლებრივი გზით შედეგის მიღწევა შეიძლება, არ მაქვს. თუმცა, ფორმალურად შეიძლება მაინც ღირდეს სასამართლოსთვის მიმართვა. რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, მე ამაზე უფრო მქონდა აქცენტი, როცა თეონა აქუბარდიას ვესაუბრებოდი, ჩვენ ვაპირებთ და ვამზადებთ უკვე წერილს, რომელიც გაეგზავნება ნატო-ს წევრი ყველა სახელმწიფოს საელჩოს ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს ადამიანი არის ნატო-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე და გარწმუნებთ, მას ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნება ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციაში,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება